Frontpage Slideshow (version 2.0.0) - Copyright © 2006-2008 by JoomlaWorks

''.. ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახური'' წლების განმავლობაში ფუნქციონირებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. იგი უზრუნველყოფდა და დღესაც, ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს რადიოტექნიკური საშუალებებისა და სისტემების ეთერში ხელშეშლების გარეშე ფუნქციონირებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ახორციელებს სხვადასხვა სახის სატელეკომუნიკაციო სისტემების პროექტირებას, ასევე ატარებს რადიოტექნიკურ გაზომვებს.

მახათას მთაზე სამსახურს გააჩნია რადიოტექნიკური დანიშნულების ანძა, რომლის ადგილმდებარეობა საუკეთესოა თბილისისა და მისი შემოგარენის რადიოტექნიკური დაფარვის თვალსაზრისით. ანძაზე შესაძლებელია რადიოკავშირის სხვადასხვა საშუალებების განთავსება.

სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

· საეთერო მაუწყებლობის, რადიოკავშირების, მაღალსიხშირული მოქმედი რადიოელექტრონულ საშუალებათა და საკაბელო სისტემების ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების უზრუნველყოფა.

· დამკვეთების სიხშირულ სპექტრში ხელშეშლების წარმომქმნელი გამომსხივებელი წყაროების გამოვლენა და ადგილმდებარეობის დადგენა

· რადიოტექნიკური და სანიტარული გაზომვების ჩატარება. გამომსხივებელი რადიოტეკნიკური ობიექტის მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველის გაზომვა, სანიტარულ-დაცვითი ზონისა და შეზღუდვის ზონის საზღვრების დადგენა, სანიტარული პასპორტის პროექტის მომზადება.

სამსახურის წარმატებულ საქმიანობას განაპირობებს:

· ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება;

· დამკვეთისათვის მაღალი ხარისხის რადიომოწყობილობების მიწოდების შესაძლებლობა და კვალიფიკაციური რეკომენდაციების გაწევა;

· რადიოტექნიკური გაზომვებისა და სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკით და ხელსაწყოებით აღჭურვილობა;

· საქართველოს სამგანზომილებიანი ელექტრონული რუკა და კომპიუტერული პროგრამები რადიოკავშირის ქსელებისა და ობიექტების დაგეგმარების, ანალიზისა და სანიტარული პროექტირებისათვის;

· საქმიანობა საქართველს და საერთაშორისო სტანდარტების, ასევე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების - ITU - რეკომენდაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით;